გაკვეტილის გეგმა




გაკვეთილის თემა
იოვანე საბანიძის „აბოს წამება“ (მწერლის ენა)
მოსწავლეთა რაოდენობა
27




გაკვეთილის მიზანი-მისაღწევი შედეგები
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
·         განსაზღვრავს მეტყველების სხვადასხვა ტიპის (აღწერის, თხრობის, მსჯელობის) ეფექტიანობას სხვადასხვა სახის ტექსტებში;

ქართ.X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
·         წინასწარ აგროვებს მასალას (ციტატებს ნაწარმოებებიდან, მკვლევართა მოსაზრებებს, ისტორიულ ფაქტებს და სხვ.);
·         კითხულობს ნაწერს კორექტირების მიზნით, ასწორებს შეცდომებს,ლექსიკონების მიხედვით ამოწმებს სიტყვათა ფორმებს;

სასწავლო რესურსები
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-10 კლასი.
გამომცემლობა ”დიოგენე” ნ. მუზაშვილი. გვ.52; 118; 125; 131-132; 172-173;


შეფასების საგანი/პროცედურები
მოსწავლეს შუძლია განსაზღვროს და განასხვავოს მხატვრული ნაწარმოებში მეტყველების ტიპები;

მოსწავლეს შეუძლია აარჩიოს და გამოიყენოს წერის შესაბამისი სტრატეგია შექმნას წინასწარ განსაზღვრული მიზნის შესაბამისი ტექსტი;

შეფასების ტიპი: განმსაზღვრელი შეფასება.

ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური მუშაობა;
მუშაობა მთელ კლასთან;
 წყვილში მუშაობა.







გაკვეთილის მსვლელობა/დრო
აქტივობა  1 გონებრივი იერიში 5წთ.
ა) მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ რა იციან მეტყველების ტიპებისა და მხატვრულ ტექსტებში მათი დანიშნულების შესახებ;

აქტივობა2  მინი დისკუსია 10 წთ.
მოსწავლეები იხსენებენ შუა საუკუნეების მწერლობის პრინციპებს, სპეციფიკას და გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში აღწერის ტიპების ფუნქციის შესახებ. ეცნობიან თეორიულ მასალას (გვ.172-173;)

აქტივობა 3  პრაქტიკული მუშაობა; 25 წთ.
ა) მოსწავლეები დამოუკიდებლად ეცნობიან მხ. ტექსტს (გვ.131-132); 10 წთ.
ბ) მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ეპიზოდს, რომლებშიც გვხვდება აღწერის სხვადასხვა ტიპი (გვ.52; 118; 125) 10 წთ;
ჩამოაყალიბებენ, რა მიზნით იყენებს ავტორი თითოეულ მათგანს;

აქტივობა 4 პრეზენტაცია 5 წთ.
მოსწავლეები მოკლედ ჩამოაყალიებებენ ძირითად დასკვნებს; საშინაო დავალებად დაწერენ ესე - „აღწერის ტიპები და მათი ფუნქცია ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში“.



No comments:

Post a Comment